https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მამა ერმალაოსი: “მთავრობა ღვთისგან კურთხეულად ითვლება, როცა ერი და ბერი ერთადაა!”

8:07; 15.07.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მამა ერმალაოსი პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს

რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ კანონი ძალაშია. პარლამენტის მიერ "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ცვლილებების დამტკიცების დღესვე მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობები, ან რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია აღიარებულ რელიგიად, შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ტოლერანტულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით, საიდუმლოდ, ეკლესიის და საზოგადოების გვერდის ავლით რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე იქნა მიღებული. ამიტომ, კანონში შეტანილმა ამ ცვლილებამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კანონის მიღების შეჩერებას და ამ საკითხზე დისკუსიების გამართვას ითხოვდა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონში ცვლილებები 5 ივლისს დაამტკიცეს.

ილია მეორემ პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადების თხოვნით მიმართა, თუმცა, როცა პატრიარქი ამ განცხადებას აკეთებდა, მიხეილ სააკაშვილს კანონზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა. უმრავლესობა კი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ კანონის გადახედვას არ აპირებდნენ.

ამ კანონმა გასულ კვირას საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეთანხმების უკან, სომხეთის ეკლესიისთვის ქართული ტაძრების გადაცემის საკითხი დგას. ხელისუფლებას თავი ვალდებულად არ ჩაუთვლია, უფრო მეტი სიცხადე შეეტანა საკითხში, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

კვირას, 10 ივლისს, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, პატრიარქის კურთხევით, მშვიდობის პარაკლისები აღევლინა და მოძღვრებმა იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ამ კანონის მიღებით არის მოსალოდნელი. ვრცლად იქადაგა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა ერმალაოსმა (ჭელიძე), რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია. მამა ერმოლაოსის მიერ გამოთქმული მოსაზრებები სხვადასხვა კონფესიების მიმართ, მხოლოდ მისი პოზიციის გამომხატველია და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის თვალსაზრისს.

_ ქადაგება არის იმ სიტყვის მიტანა ადამიანების გულებამდე და ეს არის ქრისტეს სიტყვა. არავითარი პოლიტიკური განცხადება ან დაინტერესება ამაში არ დევს _ ამ გადაწყვეტილებით შეეხნენ დედა ეკლესიას, შეეხნენ ეკლესიის სტატუსს; ჩვენთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგია არ არის _ საქართველო შეინახა ჩვენმა სარწმუნოებამ, ეს ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. მე სხვა არაფერი მითქვამს გარდა იმისა, რომ ადამიანებს სიფხიზლისკენ მოვუწოდე.

_ სიფხიზლეში რას გულისხმობთ?

_ არის ასეთი მცნება _ გარდაუვალი ბოროტება. როცა ვამბობთ, რომ მაინც ვერაფერს გავხდები, მაინც არ ღირს არაფრის გაკეთება, მაინც ისე მოხდება როგორც უნდათ _ ეს გარდაუვალი ბოროტებაა. ჩვენ, ადამიანები, სამწუხაროდ, ხშირად ვფიქრობთ ასე. თუ ჩვენ ამ ბოროტებას შევეგუეთ, ხვალ უფრო მეტ ბოროტებას მივიღებთ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქარის მთესველი ქარიშხალს მოიმკის. მაპატიეთ და ცოტა სხვანაირად ვიტყვი _ როცა რომელიმე ცხოველი საშიშროებას გრძნობს, სოროში ან თავის ბუნაგში იმალება. თუკი ადამიანი საშიშროების გამო ბუნაგში ან სოროში შეძვრება, ამ ბუნაგსაც თავზე დაგვანგრევენ და სოროს გამოსასვლელსაც ამოქოლავენ.

_ მამაო, საზოგადოება კანონს აპროტესტებს და უკვე კეთდება შეფასებები, რომ სამღვდელოება თავიანთ გამოსვლებში საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს…

_ არავითარ შემთხვევაში, მღვდელი ამას არასოდეს გააკეთებს. მე ქადაგების დროსაც ვუთხარი ხალხს _ თუკი ჩვენ წინა ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მიტინგებზე ასიათასობით ადამიანი მიდიოდა, წირვაზე კი, ხანდახან 20-30 ადამიანი არ მოდის. მიტინგზე გასული ადამიანების ერთი პროცენტიც რომ მოდიოდეს დედაეკლესიის წიაღში, იქ ლოცვას აღავლენდეს და გულით ევედრებოდეს უფალს, მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება.

_ დაწყებული პროცესების ხელისუფლებას არ ეშინია? საქართველოში პატრიარქს დიდი ავტორიტეტი აქვს, ეკლესიას მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი უჭერს მხარს…

_ 80-იც უჭერს და 95-იც. თუმცა, ამ შემთხვევაში, მხარის დაჭერა შეიძლება ცოტა სხვანაირად ჟღერდეს, იმიტომ რომ ადამიანი მხარს უჭერს რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ამ კანონს, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო _ შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაში გვჭირდება ისეთი გზა, რომელიც ეკლესიამდე არ მიგვიყვანს?! რაში გჭირდება ისეთი შუქი, თუ მარადიულ წყვდიადში აღმოვჩნდებით?! რაში გვჭირდება ისეთი გზატკეცილები, თუკი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავვარდებით?!

_ სასულიერო პირების მხრიდან ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის საფრთხის შემცველი კანონი, თუმცა, კონკრეტული საფრთხეების შესახებ არავინ საუბრობს. თქვენ რას გვეტყვით, იქნებ დაგვისაბუთოთ, რატომაა ეს კანონი საფრთხის შემცველი.

_ საფრთხეა, როცა მთავრობა ან რომელიმე სხვა კონფესია ცდილობს შეარყიოს ეკლესიის სიძლიერე, როცა ხელისუფლება იურიდიულ სტატუსს ანიჭებს ნებისმიერ სხვა სარწმუნოებას. ვთქვათ, ავიღოთ მორმონები _ ეს არის სექტა, ქრისტეს სახელს ამოფარებული მგლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უნდა ჰყავდეთ 20, 30 ან 50 ცოლი, რაც მეტი _ უფრო უკეთესი. ასევე ქალისთვის _ რაც მეტი ქმარი ეყოლება მით უკეთესია. ამას ჩვენი ტერმინოლოგიით რა ჰქვია, დაკონკრეტება არ სჭირდება. თუ არაფერია, მაშინ მივცეთ ამ მორმონებსაც თავისი იდეის გატარების უფლება, შეკრების უფლება და მივიყვანოთ ჩვენი შვილებიც იქ. თუკი შეიძლება ეს გააკეთონ იეღოველებმა, ორმოცდაათიანელებმა, ევანგელისტებმა და ა.შ, მაშინ მორმონობაც დასაშვები იქნება. მინდა გითხრათ, რომ ყველა სექტა ეშმაკის მსახურია და ამ შემთხვევაში, დედა ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული.

_ რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ ყველაფერს რელიგიური ნიადაგზე დაპირისპირება მოჰყვეს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ რელიგიურ ნიადაგზე თბილისში 3 სომეხი ახალგაზრდა სცემეს…

_ მე აღმსარებლებიც მყავს სომხები და მეგობრებიც. არც სომეხი, არც თათარი, არც ქურთი და არც ერთი სხვა ერის წარმომადგენელი არაფერ შუაშია. ამის ანი და ჰოე არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო. ყველანი ღვთის შვილები ვართ. პირიქით, ჩვენ იმიტომ ვართ ქრისტიანები, რომ ადამიანებს სიყვარული დავანახოთ. ჩვენ ხელში წალდით და ნამგლით კი არ უნდა გავიდეთ, არამედ, ლოცვით და ჯვრით და ერთმანეთს სიყვარული მოვუწოდოთ, დღეს სიყვარულის დეფიციტია, შვილო. როცა ამ სიყვარულს აჩვენებ სხვას, ის თვითონ გადაწყვეტს ღირს თუ არა ერესის გზაზე სიარული. როცა საშიშროება არ იყო, არც იმის საჭიროება იდგა, რომ გამოვსულიყავით და ხალხისთვის გვეთქვა _ მოდით, დღეს სიყვარულის დეფიციტია და ეს სიყვარული რაც შეიძლება უფრო მეტად გამოვხატოთ. მაგრამ სიყვარულში არ იგულისხმება სიბრიყვე. ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. უფალი ბრძანებს: "არ უყრიან ღორებს მარგალიტებს და არც ძაღლებს ათელინებენ სიწმინდეებს". როცა ადამიანი შენივე სახლიდან გამოგაგდებს, დედა ეკლესიიდან გამოგაგდებს, და იქ სხვა მოდის, როცა მას იქ ერთი კენჭიც კი არ დაუდვია, შეურაცხყოფაა. მე ვიცოდი, რომ ცეცხლით და მახვილით ჩემი მტრები მოდიოდნენ _ ამას ისტორია მასწავლიდა. თუნდაც ბოლო პერიოდი გავიხსენოთ _ აგვისტოს მოვლენების დროს ვინც მოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ ცეცხლით და მახვილით, ის იყო ჩვენი მტერი. ასე ვიცოდი მე და ასე იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. როცა მტერი მოდიოდა, პირველ რიგში, ჩეხავდა ვაზს და ანგრევდა დედა ეკლესიას.

_ გინდათ თქვათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ეკლესიის მტერია?

_ არა, ხელისუფლება მტერი არ არის. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში; ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელისუფალი იყოს ქრისტეს მოყვარე.

_ ესე იგი, არ არიან ქრისტეს მოყვარენი?

_ მე ასე არ ვიტყვი. მე ვიტყვი, რომ შეიძლება მოხდა რაღაც დაუფიქრებელი შეცდომა, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

_ ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს ამ კანონის გადახედვას…

_ არ ვიცი, მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერ ვიტყვი კანონს გადახედავენ თუ არა. ნამდვილად ის ვიცი, რომ დედა ეკლესიის წინააღმდეგ ვინც ამხედრდება, აუცილებლად დაისჯება. ლუციფერი ნათლის ანგელოზი იყო, ანგელოზთა დასში ირიცხებოდა; და როცა ღვთის წინაშე ამხედრდა, ღმერთმა ბნელეთის ანგელოზად აქცია, ამაღლებული დასცა. არ მგონია, ადამიანის გამკლავება გაუჭირდეს უფალს თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

_ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი რატომ წავიდა პატრიარქის წინააღმდეგ? უწმინდესი ხომ მხოლოდ მოსმენას ითხოვდა…

_ ეს არ ვიცი. მე გეუბნებით იმას, რასაც ვხედავ, რასაც ვისმენ. მე არ ვაპირებ, არ მინდა და არც მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკური ინტრიგა ან რაღაც ასეთი ფორმა მივცე ამას. მე მაწუხებს ერთი ჴ ეკლესიის წინააღმდეგ არა მგონია და დარწმუნებული ვარ, არ წავა პრეზიდენტი; ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა ღვთის წინააღმდეგ წასვლაა და ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს.

_ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ამ განცხადებების გამო, თუნდაც ის, რომ გამოვიდეთ წიგნით და ჯვრით, შევეწინააღმდეგოთ და არ შევძვრეთ სოროში, სხვა დანარჩენის მსგავსად, შესაძლებელია თქვენც გისოსებს მიღმა აღმოჩნდეთ?

_ გისოსებს მიღმა ადამიანმა შეიძლება ცხოველი მოათვინიეროს. მაგრამ ადამიანს, რომელსაც უყვარს ღმერთი და მოყვასი, არ სჭირდება მორჯულება და მოთვინიერება _ ის ისედაც სათნო და თვინიერია ღვთისთვის. მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, მე არ მოვუწოდებ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს დაუშვებელია. ბიბლიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მთავრობა არის ღვთისგან კურთხეული. მაგრამ მთავრობა ღვთისგან კურთხეულად ითვლება, როცა ეკლესია _ ერი და ბერი ერთადაა. მე უფრო იმის მეშინია, რომ ქრისტეს გარეშე არ დავრჩე.

_ მამაო, საზოგადოებაში ბევრი უპასუხო შეკითხვაა, მათ შორის ისიც, რომ სამღვდელოება წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადიოდა კანდიდატებთან ერთად, საზოგადოებას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და ბევრს ავტომობილებიც კი დაურიგეს ამის გამო…

_ ჩვენ არ დავდიოდით მათთან ერთად, ისინი დადიოდნენ ჩვენთან. ამაში დიდი სხვაობაა.

_ საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთში რაღაცნაირად აირია თითქოს…

_ ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როცა სახელმწიფო და დედა ეკლესია ერთადაა. გადავხედოთ ისტორიას და დავინახავთ, რომ სახელმწიფო მაშინ იყო ძლიერი, როცა ის დედა ეკლესიასთან ერთად წყვეტდა საჭირბოროტო საკითხებს. არა მგონია, რამე ცუდი იყოს, მთავრობა და ეკლესია ერთად რომ არის ან რომ ყოფილიყო. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ პირიქით, მივესალმებით ნებისმიერი სასულიერო პირი…

_ თქვენი სამომავლო პროგნოზი როგორია?

_ მე პროგნოზირება არ შემიძლია, იმიტომ, რომ უფალი ამბობს: "დღევანდელ დღეზე იზრუნეთ, ხვალინდელ დღეს საკმარისი აქვს თავისთავზე საზრუნავი". ამიტომ, როგორც ადამიანი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება. ეს არის შებრძოლება წყეულისგან და ამას ბოლო მოეღება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების კეთილგონიერი გადაწყვეტილებით ყველაფერი მოგვარდება, რადგან სხვა შემთხვევაში, ქვეყანა გაიყოფა. გაყოფა კი ეშმაკისგანაა, ხოლო ერთიანობა ღვთისგან.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25 დეკემბერი, 2025

დაპატიმრებული ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქცია ოზურგეთში

გადახდა თუ გადაუხდელობა

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო