მინისტრის განცხადებით, ჯაფარიძეს ეკა ქრისტესაშვილი შეცვლის.
მისივე თქმით, აღნიშნულ პოსტზე ქრისტესაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე წარუდგინა.
სუბარის ინფორმაციით, ეკა ქრისტესაშვილი ადამიანის უფლებების დამცველია და ამ კუთხით ბოსნია-ჰერცოგოვინაში მუშაობდა.
სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს გასულ კვირას განუცხადა, ის სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.