ამ დღესთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისი” საქველმოქმდო კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ვოკალურ-თეატრალური სტუდია “ლურჯა ცხენების” ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ღონისძიებას დაესწრებიან ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც უნარშეზღუდულ პირთა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
პროექტის მიზანია უნარშეზღუდულთა ფსიქოლოგიური რეაბილტაცია. მათ საშუალება მიეცემათ გამოავლინონ შემოქმედებითი შესაძლებლობები და იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ვოკალურ–თეატრალური სტუდია “ლურჯა ცხენები”, სარეაბილიტაციო ცენტრი “აისი”, არასამთავრობო ორგანიზაციები “Unity of Purpose” და “Event Organizing Group”.