მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარედგინა.
2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგი წყაროებიდან ფინანსდება: საგადასახადო შემოსავლები – 6 820.0 მლნ ლარი; გრანტები – 144,0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 355.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები – 80.0 მლნ ლარი; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება – 70.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი – 136.0 მლნ ლარი; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები – 300,0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები – 600.0 მლნ ლარი; სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება – 400.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ხაზინაში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება – 175,0 მლნ ლარი.