მოქალაქეები საჭირო დოკუმენტებს დედაენის ბაღში არსებულ სერვისცენტრში მიიღებენ, დოკუმენტებს კი მცხეთისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში ჩააბარებენ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა გუშინ იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი დააზიანა. ამის გამო თანამშრომლებისა და იქ მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.