2013 წლის ნოემბრის თვე 417 522 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 973 632 ვიზიტი განხორციელდა, რაც 22,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს და 12,3%–ით გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 1 935 767 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%);
ბ) ტრანზიტი – 1 094 159 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 55,6%);
გ) სხვა – 1 943 706 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,2%).
ტრადიციულად, 2013 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-16%), აზერბაიჯანიდან (+18,7%), სომხეთიდან (+37%), რუსეთიდან (+40,7%), უკრაინიდან (+44,6%) და ირანიდან (-3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ნოემბერში კვლავ გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად – 75%, 32%, 25%, 20%, 17% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთის (40%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელის (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსის მოქალაქეები 61%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 20 (შემოსვლა) და 20,4 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.