“მაშინაც, როდესაც მე დავინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრადაც. მაშინ 30 წლის ვიყავი. სამინისტრო იყო სავალალო მდგომარეობაში, როდესაც მე ის გადავიბარე. სისტემა სრულიად პოლიტიზირებული იყო. და მე ვამაყობ, რომ შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენ სამინისტრო კვლავ ფეხზე დავაყენეთ. პოლიციის მიმართ ნდობა გაორმაგდა გასული წლის მანძილზე. პოლიციის ნდობის დონე 86-87 პროცენტია, მაშინ, როცა ის სულ ქვემოთ მიიწევდა ადრე.
ბ-ნი ივანიშვილი ყოველთვის მაძლევდა საკმარის თავისუფლებას, როდესაც მე შინაგან საქმეთა მინისტრად ვმუშაობდა ერთი წლის განმავლობაში. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში. რაც შეეხება სკეპტიკოსებს, რომელთაც სჯერათ, რომ ის იქნება კულისებიდან შოუს წამყვანი,მე არასდროს არ ვიგრძნობ თავს უხერხულად იმისათვის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ.
ეს ადრეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ ბ-ნი ივანიშვილი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია და მე ყოველთვის მივბაძავ მას. ყოველთვის მივიღებ მისგან რჩევას, მით უმეტეს, რომ ვიცი, ეს კაცი აძლევს თავის ხალხს მხოლოდ საჭირო და სასარგებლო რეკომენდაციებს. და, თუკი ჩვენ უნდა მოვუსმინოთ უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებს, კრიტიკოსებს ოპოზიციიდან, რატომ არ შეგვიძლია მოვუსმინოთ იმას, ვინც ასეთი დიდი მნიშვნელობის სარგებელი მოუტანა ქვეყანას? მან გაანთავისუფლა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება იმ საშინელი რეჟიმისაგან, ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისაგან. ვერ გამიგია, თუკი ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ვიყოთ პრაგმატულები და ეფექტურები, რატომაც არ უნდა მოვუსმინოთ?ეს არის ჩემი პასუხი. და მე აბსოლუტურად გულწრფელი ვარ თქვენთან,” _ განაცხადა ღარიბაშვილმა.