ფანჯიკიძე განმარტავს, რომ თუ ეს პირობები იქნება შესრულებული, ქართული მხარე ძალიან დიდი სიამოვნებით აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას.
“ხოლო რაც შეეხება იმას, რისი წინააღმდეგი და რისი მომხრეა რუსეთის ფედერაცია, ამაზე პასუხი ძალიან მარტივად არის გაცემული ნატო-ს მხრიდან, ასევე საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთაც უნდათ ნატო-ს წევრობა. მხოლოდ ნატოს და მისი პარტნიორების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი ურთიერთობა და მესამე მხარეს ამ ურთიერთობაზე და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასე რომ, ეს არის ძალიან მარტივი პასუხი რუსეთის პოზიციისთვის”, _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.