“თუ ვფიქრობთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, მაშინ გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. თუმცა, აღვნიშნავ იქ შენიშვნები იყო, მაგალითად საპატრიარქოს მხრიდან.
მეც მაგ მოსაზრებაზე ვარ და პრემიერიც მაგ მოსაზრებაც იყო. რეფორმების გატარების მიმართულებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი თანმიმდევრულად და არა უცებ. შენიშვნები მიღებულია, ჩვენ გვქონდა შეკრება, სადაც იყო მსჯელობა თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, მოწვეული გახლდათ ავტორები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. იყო ასევე სხვა შენიშვნები, რომელიც მთავრობის წევრების მხრიდან დაისვა.
ძალიან მალე კომიტეტებში დაიწყება მსჯელობა და კანონი იქნება მიღებული ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,” _ განაცხადა კახა კალაძემ.