რათა ჰქონოდათ საშუალება მომზადებულიყვნენ არჩევნებისთვის. ბევრი მათგანი აცხადებდა, რომ საუკეთესო დრო ამ არჩევნების ჩატარებისთვის იქნებოდა შემოდგომა, რადგან პარტიებს უფრო მეტი დრო ექნებათ წინასაარჩევნო მომზადებისთვის.
დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ზაფხულში ჩატარდება. არის თუ არა ეს საკმარისი დრო არასაპარლამენტო პარტიებისთვის ნორმალურად მოემზადონ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ:
“სახელისუფლებო სტრუქტურამ, კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მაღალ დონეზე. ხალხი მიეჩვია გამოთქმებს _ “სკამს უფრთხილდება”, “სკამს ათბობს”. სკამი დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ბევრ ვალდებულებას აკისრებს, ამიტომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და არჩევნებმაც მაღალ დონეზე ჩაიაროს. არ მესმის რას ნიშნავს კარგი იქნება არჩევნები ჩატარდეს შემოდგომაზე? არ მესმის რა მომზადება სჭირდებათ პარტიებს, რომლებიც უკვე წლებია არსებობენ? ან იანვრიდან 5 თვე რატომ არ უნდა იყოს საკმარისი მათთვის? ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ ეს დრო მათთვის არ არის საკმარისი, მაშინ აქამდე რისთვის არსებობდნენ? ორგანიზებულობის თვალსაზრისით ყველაფერი გათვლილია და ვფიქრობ არჩევნების ჩატარების თარიღმა არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტი კითხვები”.