“ქალაქში გაუწმენდავია გზა და სოფელში რა იქნება, ხომ წარმომიდგენია,” _ აღნიშნავენ “გურია ნიუსთან” საუბრისას ოზურგეთელები.
“რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთს, ცენტრალური ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა დღეს დილიდანვე დაიწყო და ამ დროისათვის ყველა ქუჩაზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ელექტოენერგიას რაც შეეხება, იგი ქალაქში გეგმიურად ითიშება, რაც გამოწვეულია სარემონტო სამუშაოებით,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სალუქვაძემ.
სოფელ კონჭკათის რწმუნებულ ტარიელ აროშიძის თქმით, მათ ამ ეტაპზე შუქი ამ მიეწოდებათ.
“გზის პრობლემა არ არის. ყველაზე მეტად თოვლის მოსვლამ შეუქმნა პრობლემები იმ ოჯახებს, რომლებსაც მანდარინი ჯერ კიდევ მოუკრეფავი აქვთ.”
სოფელ შრომის რწმუნებული მაყვალა დარჩია აღნიშნავს, რომ თოვას მის სოფელში არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.
“სოფელ შრომაში არის ის პრობლემა, რომ ციტრუსი მოკრეფილი არ აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ვისაც მოკრეფილი აქვს, სამწუხაროდ, ვერ ხდება მისი რეალიზება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” დარჩიამ.