“დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართელოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, სამაშველო სამსახურები.
110 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების აღმოსაფხვრელად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს “ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც მთელი ღამე მუშაობდა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის აღსადგენად. ასევე დაზიანებულია დაბალი ძაბვის ხაზები იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში. ავარიების დროულად აღმოფხვრისთვის ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალებიდან არის გადაყვანილი.
ღამის განმავლობაში ყველა რეგიონში მიეწოდებოდა ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. იმ ადგილებზე, სადაც სარემონტო ბრიგადებმა მოახერხეს ქარბუქისა და დიდთოვლობის მიუხედავად მისვლა, შესრულდა აღდგენითი სამუშაოები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ადგილზე პროცესს კურირებას უწევს ენერგეტიკის სამინისტრო.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზებზე. გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს, საავტომობილო მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით,” _ ნათქვამია განცხადებაში.