მედპერსონალი სადაზღვეო კომპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, 4 თვეა ხელფასები არ აუღიათ და “ალდაგს” აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებისადმი 113 000 ლარი დავალიანება დაუგროვდა.
“4 თვეა არ აგვიღია ხელფასები. კომპანია “ალდაგი” სახელმწიფოს საბოტაჟს უწყობს, რათა რაც შეიძლება ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყოს ქვეყანაში. ამ კომპანის უკვე ჩვენი კლინიკის 113 000 ლარი აქვს ვალი. როდის გადაიხდიან ამ დავალიანებას არავინ იცის,” _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.