პროექტის ფარგლებში, ქართულ-გერმანული ქსელი შეიქმნება, რომელიც ბიოუსაფრთხოებისა და საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის გაძლიერებას უზრუნველყობს. გერმანელი სპეციალისტები გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს, განსაკუთრებით საშიშ და სხვა პათოგენების სტანდარტიზებული სადიაგნოსტიკო პროცედურების შემუშავებაში, ბიოუსაფრთხოების გაძლიერებასა და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის მართვაში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება საველე სამუშაოები, მოხდება გამოვლენილი პათოგენების დახასიათება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით და ასევე მოხდება კადრების გადამზადება გერმანიაში, სადოქტორო მომზადების ჩათვლით.
ბუნდესვერის მიკრობიოლოგიური ინსტიტუტი, სპეციალიზებული ფედერალური კვლევითი ინსტისტუტი და ამავდროულად ბიოსამედიცინო თავდაცვის კომპეტენციის ცენტრია. მათი დიაგნოსტიკური პოტენციალი ემსახურება იშვიათი დაავადებების გამოვლენას.
პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.