“აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზანია დღეს არსებული სანომრე ნიშნები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს კერძოდ, სანომრე ნიშნის შრიფტი, სანომრე ნიშნების ზომა, მათ შორის, ე.წ. კვადრატული სანომრე ნიშნის ზომები.
გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის დიზაინზე ამჟამად ქართველი და ევროპელი სპეციალისტები მუშაობენ. აქედან გამომდინარე, 2014 წლის 1 იანვრიდან ვერ მოხდება სატრანსპორტო საშუალებებზე ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების მინიჭება. სანომრე ნიშნის დასრულებულ დიზაინს უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ,” _ აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.