ინციდენტის არსებობას ადასტურებენ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიში. თუმცა, აღნიშნავენ, რომ შემთხვევა დროულად აღიკვეთა სკოლის მანდატურის მიერ და მას მხოლოდ ძალადობის მცდელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.
“გაუპატიურების ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ, ეს იყო ძალადობის მცდელობა. მანდატური ჩაერია ისეთ დროს, რომ უარესად არ დაძაბულიყო სიტუაცია.
“აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მოხდა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, როცა ბავშვები უკვე სახლში მიდიოდნენ. ანუ ინციდენტი სკოლის გარეთ, მშენებარე კორპუსში მოხდა”, _ უთხრა “გურია ნიუსს” სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა ლოლაძემ.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ხელძღვანელმა ნინო გიორგობიანმა “გურია ნიუსს” განუცხადა, მოძალადე 14 წლის მოსწავლე დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.