• ტესტს დაემატა წერის დავალება. აბიტურიენტს მოეთხოვება წაიკითხოს წერილი ან განცხადება და დაწეროს მათში მოცემული ინფორმაციის დასაზუსტებელი წერილი ან იმეილი. ეს ტესტის მე-9 დავალებაა.
• ტესტის ყოფილი მე-3 დავალება (სათაურების მისადაგება) განახლებული ფორმით არის წარმოდგენილი. აბიტურიენტს მოეთხოვება წაიკითხოს შეკითხვები და მიუთითოს ტექსტის ის აბზაცი, სადაც ამ შეკითხვებზე პასუხია მოცემული.
• ტესტში აღარ არის 2 ქულიანი საკითხები. ყველა დავალება, წერის დავალებების გარდა, არის 1 ქულიანი.
• შემცირებულია საკითხების რაოდენობა კითხვის და გრამატიკის დავალებებში.
• დავალებების რაოდენობა არის 10.
• გაზრდილია დრო. ტესტის შესასრულებლად აბიტურიენტებს ეძლევათ 2 საათი და 30 წუთი.