“დღევანდელი ინცინდენტიდან გამომდინარე, რომელიც ყოველგვარ ზნეობრიობას გასცდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოგვეცხადებინა.
ამ პირობებში “წამოკიდებულების” არეში მუშაობა არანაირი შედეგის მომცემი არ იქნება. ამიტომ, ვერაფერს გეტყვით იმაზე, რაზე იმუშავებს პარლამენტი ჩვენს გარეშე. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ბოიკოტი, არ ვიცით. ალბათ, მანამდე, სანამ უმრავლესობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება დღეს სოსო ჯაჭვლიანის მიერ უზნეობის აქტს, რაც ქართულმა საზოგადოებამ ნახა.
დღეს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, ამის შესახებ უკვე გადაგზავნილი გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და თუ მათი გათვალისწინება მოხდება, ვფიქრობთ, ქართველი ხალხი მოგებული დარჩება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” თევდორაძემ.