“110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი “მოწამეთა-2″ სასისტემო ხაზია და გუმათჰესს აკავშირებს სისტემასთან აკავშირებს. აღნიშნული გადამცემი ხაზი ქუთაისის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. 9 დეკემბერს დიდთოვლობის გამო ის ავარიულად გამოირთო. უამინდობის მიუხედავად იმერეთის მ/ძ სამსახური 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა აღდგენით სამუშაოებს ხაზის ავარიულ მონაკვეთბზე”, _ განაცხადა კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეონა გეგუჩაძემ.
ამ დროისთვის იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მაღალი ძაბვის მხრიდან ელექტროენერგია მიეწოდება ყველა რაიონს და რაიონულ ცენტრს. გამორთული რჩება 2 ფიდერი, დაახლოებით 1300 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება.
“9 დეკემბერს მოსული ნალექის გამო იმერეთის რეგიონში ავარიულად გამოირთი რამდენიმე მაღალი ძაბვის ხაზი. თოვლის სიმძიმისგან გაწყვეტილი იყო ხაზები. კომპანიის ტექნიკური სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რის შედეგადაც იმერეთის რეგიონის მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში ყველა მნიშველოვანი ავარია ლიკვიდირებულია, ხოლო იქ, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, მომხმარებელი ალტერნატიულ კვებაზეა გადაყვანილი და ძაბვას იღებს”, _ განაცხადეს “ენერგო პრო ჯორჯიაში”.