ირაკლი ღარიბაშვილი მშენებლობის ხარისხით დაინტერესდა და ხარისხის კონტროლის ინსტიტუციონალური მექანიზმების მოწესრიგების სურვილი გამოთქვა. პრემიერთან არსებული ეკომომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები და შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე იმსჯელა მიმდინარე ეკონომიკურ თემებზე, განიხილა ახალი საინვესტიციო წინადადებები. მთავრობის კანცელარიაში გამართული სხდომის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამას. 2014 წლის საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაფინანსდება, როგორც ბიუჯეტის, ისევე კერძო ფონდების მეშვეობით.