სხდომა, რომელსაც, როტაციის პრინციპით, წელს ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავმჯდომარეობს. სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობს ლიტვის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან, ასევე, მონაწილეობს ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე.
თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე განხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თემატიკა.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის საბჭოს წლევანდელ სხდომას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან ტარდება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტის შემდეგ და შესაბამისად, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება როგორც სამიტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დაფიქსირებულ მიღწევებზე, ასევე სამიტის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე.