“დღეს ორი ძირითადი საკითხია აქტუალური-საარჩევნო კოდექსი და თვითმმართველობის კანონი. პარლამენტის თავმჯდომარეს ესმის ოპოზიციის დაინტერესება და თვითონაც დაინტერესებულია ამ საკითხით. გუშინდელი შეხვედრა იყო საქმიანი, გვაქვს გარკვეული წარმატებები. მოხსნილია ორივე მხრიდან კატეგორიული ტონი და არასასურველი ლექსიკა. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოთა რეგიონალური გაერთიანებები აღარ შეიქმნება. ნორმა, რომელსაც ჩვენ ვთვლით სეპარატიზმის ხელშემწყობად ამოღებულია. ახლა სწორად უნდა გაიწეროს ეს ყველაფერი. მეორე მოსმენისთვის რჩება წმინდა პოლიტიკური საკითხები. ხელისუფლებას უნდა ფრაქციის თავმჯდომარეები არ ჩაითვალონ პოლიტიკურ ფიგურებად, ჩვენ კი პირიქით მიგვაჩნია და ეს საკითხიც აუცილებლად იქნება მსელობის საგანი. ასევე არსებობს მაჟორიტერების საკითხი, რომელიც ვფიქრობ პოზიტიურად გადაწყდება”.
ბაღათურია აცხადებს, რომ პირველი მოსმენის დონეზე შენიშვნები გათავლისწინებულია და დღეისათვის უკვე ყველაზე მთავარია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა, რადგან არაუგვიანეს იანვრის ბოლოსთვის უნდა დადგინდეს როგორი სისტემით ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
“ახლა უკვე პირველ საკითხად გამოვიტანთ საარჩევნო კოდექსს. მაქსიმუმ იანვრის ბოლოსთვის უნდა ვიცოდეთ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები. ჯერ-ჯერობით გვაქვს ნაციონალების რეპრესიული კოდექსი. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნაციონალებზე მეტი ჭკუა და იცოდეს, რომ ამ კოდექსით არჩევნების ჩატარება კარგს არაფერს მოიტანს, საჭიროა ახალი დემოკრატიულო საარცევნო კოდექსი”.
“ქართული დასის” ლიდერის განცხადებით, კონსტრუქციული და საქმიანი განწყობა შეინიშნება კოალიციაში შემავალ პარტიებშიც და მთელ რიგ საკითხებზე უკვე ჩანს შეთანხმების სურვილი.