“ჩვენ დღეს არ შევალთ სხდომათა დარბაზში, რადგან, როგორც ჩანს პარლამენტის თავმჯდომარემ ან ვერ წაიკითხა გუშინ საღამოს ჩვენი წერილი, ან ადეკვატურად ვერ აღიქვა. ჩვენ არ ვითხოვდით მხოლოდ ჩხუბის ეპიზოდის შეფასებას. ჩვენ ვითხოვდით იმ აღმაშფოთებელი ტენდეციის შეფასებას, როდესაც ოპოზიციას ელაპარაკებიან კრიმინალური ბანდის სახელით და ემუქრებიან მას. გარდა ამისა ამწვავებენ კუთხურ შუღლს. ეს არის ორი აღმაშფოთებელი ტენდეცია და პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი”, _ განაცხადა სერგო რატიანმა.
მიუხედავად ბოიკოტისა უმცირესობა პარლამენტში რჩება და როგორც თავად აცხადებენ, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ.