შეხვედრაზე მანდარინის მოსავლის წლევანდელ უმწვავეს პრობლემებზე ისაუბებენ. მანამდე კი “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის გამგეობაში სოფლების გამგებლები არიან დაბარებული და მანდარინის თემა დახურულ კარს მიღმა განიხილება.
კითხვაზე, რატომ არ შეატყობინეს ამის თაობაზე ჟურნალისტებს, გამგეობის პრესსამსახურიდან გვითხრეს, რომ ეს არის დახურული მუშა თათბირი. ნატანების შეხვედრაზე კი მობრძანდითო, _ გვითხრეს. რა თქმს უნდა, ხელისუფლება შიდა სამუშაო თათბირს ბევრჯერ ჩაატარებს მედიის გარეშე და ეს მათი უფლებაა, თუმცა ამ შემთხვევაში რაა კარს მიღმა სასაუბრო, ჩვენთვის გაუგებარია. მით უფრო, ვიცით, რომ შესაძლებლობის ფარგლებში რაიონის ხელმძღვანელობა ცდილობს ამ ექსტრემალურ ვითარებაში რაიმე იღონოს ვითარების შესამსუბუქებლად. მანდარინის წლევანდელი მოსავლით დაზარალებული ადამიანები ხომ ჩვენგან წუთი წუთზე ელოდებიან რაიმე სამედო ინფორმაციის მიწოდებას, რის მოპოვებაშიც დახურულმა კარმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს.