“მოხდა ისე რომ როცა დაიწყო თოვა ბათუმში, იქ ვიყავი. შევესწარი სიტუაციას, როცა ბათუმმა დაიწყო პარალიზება. პირველი რაც მოხდა თვითმფრინავი ვერ გაფრინდა. იმიტომ, რომ როგოც ჩანს რაღაც პრობლემები შეექმნა ასაფრენ ბილიკს. შემდეგ ბათუმში გადაადგილება ძალიან ჭირდა. ფაქტიურად ქუჩებს დილით არცერთი მანქანა არ წმენდა. ამ ხნის განმავლობაში ბათუმში იყო ხელისუფლების სრული ვაკუუმი. ვერც ადგილობრივ და ვერც ცენტრალური ხელისუფლება, არც რეგიონალური განვითარების სამინისტრო არც სხვა სამინისტროები არ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ბათუმში და აჭარაში ზოგადად, დაწყებული ხულოდან დამთვარებული ქედამდე, პრობლემები მოგვარებულიყო. აქ საქმე გვაქს ხელისუფლების სრულ უუნარობასთან, რომ გაუმკლავდეს ელემენტარულ პრობლემებს. მე მახსოვს შევარდნაძის მთავრობის დროს, როცა ენერგეტიკის მინისტრი გამოდიოდა და იტყოდა, რომ იცით არ ველოდით და მოვიდა თოვლი ზამთარში. დაახლოებით იგივე სიტუაციაა ახლა. საყურადღებოა და სასირცხვილოა, რომ ამ პერიოდში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მანქანის შერჩევითაა დაკავებული. აქამდე არ გავაკეთეთ ეს განცხადება, რომ არ ჩაგვთვლოდა ვინმეს ხელის შეშლაში. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების არაადეკვატური და გულგრილი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ”, _ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.