ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა.
ჩხენკელმა ამ პოზიციაზე ირაკლი მელაშვილი შეცვალა, რომელიც თანამდებობას 2013 წლის აპრილიდან იკავებდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ირაკლი მელაშვილი ჩხენკელის მოადგილე იქნება და მთავრობის კანცელარიაში მუშაობას გააგრძელებს.
რაც შეეხება აკაკი ჩხენკელს, პრემიერინისტრის თქმით, ჩხენკელი პროფესიით ეკონომისტია, კვალიფიკაცია ამერიკაში და გერმანიაში ჯორჯ მარშალის ეროვნულ ცენტრში აქვს გავლილი. არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.