“ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის სამთავრობო ცვლილება და „თვითმმართველობის კოდექსს“ საერთოდ არ უკავშირდება,” _ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ის აქვე “რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის“ მინისტრად მისი დანიშვნის შესაძლო ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნული უარყო. მელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობისთვის შესაბამისი გამოცდილებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მხარეების გუბერნატორები წარადგინა და აქვე მელაშვილის შემცვლელად აკაკი ჩხენკელი დაასახელა.