_ ელოდით თუ არა, რომ თქვენ გახდებოდით გუბერნატორი?
_ ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, პოლიტიკასთან არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ ასე მოხდა.
_ ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი ხართ და აქედან გამომდინარე მოხდა თქვენი გუბერნატორად დანიშვნა?
_ საერთოდ არ ვიცნობდი ირაკლის, გავიცანი გუშინ, წარდგენის დღეს, ესაა სრული სიმართლე.
_ რამდენად მოსალოდნელია გამგებლების შეცვლა?
_ გამგებლების შეცვლა იმდენად მოსაოდნელია, რამდენადაც გავარკვევ მოსახლეობის განწყობას, თუ მოსახლეობას სურს ცვლილება, თავისთავად მიიღებს ცვლილებას.
_ სხვა საკადრო ცვლილება თუ განხორციელდება, ან რა სამომავლო გეგმები გაქვთ ?
_ ჯერ არ ვიცი, მოვედი სტრუქტურის გასაცნობად, შემდეგ განვახორციელებ ჩემს გეგმებს.
_ ფეხბურთთან დაკავშირებით რას იტყოდით, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ “გურიას”, მიაქცევთ თუ არა ყურადღებას?
_ რა თქმა უნდა, აუცილებლად. “გურია” სიამაყეა გურიის და აქედან გამომდინარე თავისთავად, მაგრამ თუ არ გავერკვიე, ისე არაფერი გამოვა, ფიზიკურად ვერ შევძლებ პასუხის გაცემას.
_ ამ ბოლოს ბიზნესში იყავით?
_ ამ ბოლოს არა, მთელ ჩემი ცხოვრებაა ბიზნესში ვარ.
_ დღეს რასთან დაკავშირებით გექნებათ საუბარი ბიუროს წევრებთან?
_ არაფერი მნიშვნელოვანი, სიტუაციაში გარკვევის მიზნით ჩამოვედი. პირველად ლანჩხუთში იმიტომ ჩამოვედი, რომ გაცილებით ნაცნობია ჩემთვის, ვიდრე ოზურგეთი და ჩოხატაური.