დაწესებულებების სამედიცინო პერსონალმა, შიმშილობის დაწყების დღიდან, თითეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლზე აიყვანა და საჭიროებიდან გამომდინარე, მათ სათანადო დახმარებაც გაუწია.
სასჯელაღსრულების სისტემაში ამ დროისთვის 86 მოშიმშილე რჩება. მათ სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ, მათ შორისაა:
1. სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის გაუქმება2. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა3. შეკრებითობის პრინციპის ყველა მსჯავრდებულზე თანაბრად გავრცელება4. საქმეების ინდივიდუალურად გადახედვა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოშიმშილეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და შეწყვიტონ შიმშილობა.