“გუბერნატორების ინსტიტუტი არის კონსტიტუციაში ჩადებული ნორმა, რომელშიც აღიარებულია ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის არსებობა და ამას ჩვენ ვერ შევცვლით იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება დიდი კონსტიტუციური რეფორმა. თუმცა, განსხვავება ძველსა და ახალ გუბერნატორებს შორის დიდი იქნება. ძველი ტრადიციიდან გამომდინარე, ჩვენ გუბერნიებს ვუყურებდით როგორც თვითმმართველობებზე ზედამხედველ ინსტიტუტს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე ვიქნები კატეგორიული მოწინააღმდეგე, თუ ახალი გუბერნატორები შეეცდებიან
თვითთმმართველობების უფროსები გახდნენ. გუბერნატორებს თავიანთ რეგიონებში დაევალებათ ორი ფუნქციის განხორციელება, პირველი ფუნქცია მდგომარეობს ინფრასტრუქტურული პროქტების კოორდინაციაში, ხოლო მეორე მიმართულებაა, იმ სამართლებრივი აქტების თვალყურის მიდევნება, რომელსაც მთავრობა გამოსცემს”.
უმრავლესობის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორების დანიშვნასაც გამოეხმაურა. მან დაადასტურა გუბერნატორების უმეტესობად შსს-ს ყოფილი წარმომადგენლების დანიშვნა და განაცხადა, რომ ეს ფაქტია და ამის უარყოფა არ შეიძლება.
“გუბერნატორების უმეტესობა შს სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლები არიან. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა არ იქნება სწორი. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთვარობის წარმომადგენლებად ტერიტორიულ ორგანოებში დანიშნა ის ხალხი, ვისაც იცნობდა და ვისთანაც უმუშავია. სწორედ ეს ახსნა აქვს ამ ყოველივეს”.