ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულით ინფორმაციით, დღეს გურიის ახალი გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამგეობისა და საკრებულოს აპარატს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც გიორგი ჩხაიძემ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისაგან ყველა ის საკითხი მოისმინა, რომელიც დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის აქტუალური და პრობლემატურია.
გარდა ამისა, გუბერნატორი გაეცნო ერთი წლის მანძილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები გურიის რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის დასაქმება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.
“მედიასთან აუცილებლად მექნება შეხვედრა, მანამდე კი სიტუაციას უნდა გავეცნო,“ _ უთხრა სატელეფონო საუბრის დროს ჩხაიძემ “გურია ნიუსს”.