მონაწილეებმა თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს და განიხილეს აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები, გენდერული ბალანსის შექმნისა და დამკვიდრების საშუალებები. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – “რეგიონულ დონეზე პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მონიტორინგის მიზნით”.
კონფერენცია განხორციელდა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. შეხვედრას მოლდოვას რესპუბლიკაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს (CoE), ევროკავშირის (EU), ვენეციის კომისიის, ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), დემოკრატიისა და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) და გაეროს (UN) ექსპერტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას; ასევე, პოლიტიკური პარტიების ინიციატივების საფუძველზე, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებით, ახალი საქმიანობების განსაზღვრას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.