“ეს ჩემთვის არის სრულიად ახალი ინფორმაცია და ძალიან მიკვირს, წარმოუდგენელიც კი მგონია, რომ ამგვარი რამე მომხდარიყო, თუნდაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც თვისობრივად სხვა მეთოდებით მუშაობენ და მითუმეტეს მთავარ პროკურორს გამოეყენებინა ამგვარი მეთოდი. მე ეს მიმაჩნია გამორიცხულად”, _ აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
წულუკიანის თქმით, რადგან განცხადება გაკეთა ამას სერიოზულად უნდა მოეკიდონ და ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა გააკეთოს განცხადება.
“რაკი ეს განცხადება გაკეთდა ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა და ყოველგავრი სერიოზული მიდგომის გარეშე, როდესაც ამბობდა, რომ ყველა დანარჩენი იტრყუებოდა მის გარდა. მე ამას ასე არ ვუყურებ. მგონია, რომ ეს არის გამორიცხული. რაკი სასამართლო სხდომაზე ეს განცხადება გააკეთდა, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ. სერიოზულობით უნდა მოეკიდნონ ამ განცხადებას და გასცენ დასაბუთებული და სერიოზული პასუხი”, _ აცხადებს წულუკიანი.