მინისტრმა ქობულეთის რაიონში მანდარინის ჩამბარებელი პუნქტი მოინახულა, სადაც ამ დროისთვის ციტრუსის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ეწვია და გზების გაწმენდითი სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ამჟამად აჭარის რეგიონში ყველა გზა გაწმენდილია და საგზაო მოძრაობა თავისუფალია, შესაბამისად ციტრუსის გადატანა ჩამბარებელ პუნქტამდე შეუფერხებლად მოხდება. მინისტრი რეგიონში ვიზიტის დროს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.
შს მინისტრი დღეს, 18:00-ზე, ბათუმში, კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელ სხდომას გამართავს და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს მოისმენს.