“ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია, რომ გეგუთის დაწესებულებაში, სადაც 1043 პატიმარია აქედან 909-მ დილის საკვებია რ მიიღო და შიმშილობა გამოაცხადა. მოშიმშილე პატიმრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ – ითხოვენ ეკა ბესელიასთან შეხვედრას. გედევან ფოფხაძე დღეს ამ პირებს შეხვდება და რამდენიმე დღეში თავად ბესელაიც შეძლებს მათთან შეხვედრას.
ასევე, პატიმრების მოთხოვნაა, გაუქმდეს მუხლი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობას სჯის. თუმცა, ჩვენი პოლიტიკა მთავრობის და სახელმწიფოსი არის ის, რომ ეს მუხლი არ გაუქმდება.
ასევე, პატიმრები ითხოვენ, 260 და 261 მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხო, თუმცა, პატიმრების აზრით, იმ დოზით არა როგორც საჭიროა, გადაიხედოს. ასევე, მათი მოთხოვნაა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა. ამ კომისიას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ, პასუხი არ მაქვს როგორ წარიმართება პროცესი,” _ განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების ცემასთნ დაკავშირებით, სიცრუეა და ყველა ავადმყოფ პატიმარს ჩვეულებრივ უტარდება სამედიცინო მომსახურება.
































































