სოფელ ტბეთში მცხოვრები ეკომიგრანტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით არიან ჩამოსახლებულები, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობას და ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. მათივე განცხადებით, საცხოვრებელი სახლები, სადაც ამ დროისთვის ისინი ცხოვრობენ, ეკუთვნის ეთნიკურ ბერძენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისთვის საბერძნეთში ცხოვრობენ. მათივე თქმით, ისინი გაზაფხულისთვის დაბრუნებას აპირებენ და მოსახლეობა შიშობს, რომ საცხოვრებელი სახლის გარეშე არ დარჩნენ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საბერძნეთიდან უკვე დაბრუნდა რამდენიმე მათგანი და ეკომიგრანტებს სახლებისგან წასვლას ურჩევენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved