გუშინ “გურია ნიუსი“ წერდა, რომ ბავშვებმა ძაღლს პირში ასაფეთქებელი ჩაუდეს. ოზურგეთელი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი სოციალურ
ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს, შუადღისკენ ვთამაშობდი კალათბურთს და თამაშის შემდეგ პარკში გავისეირნე. 16-17 წლის ბიჭები ასაფეთქებლებით დარბოდნენ და ძაღლს აწვალებდნენ სასტიკად. პირი გააღებინეს და ასაფეთქებელს უდებდნენ ენაზე. რა თქმა უნდა, არ დავანებე, მაგრამ ეგ ხომ არსებითად არაფერს ცვლის. მარტო დარჩებიან და ისევ გააკეთებენ მსგავს რაღაცებს. როგორ უნდა ისიამოვნო ცოცხალი არსების წვალებით? ძალიან გაბრაზებული ვარ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არაერთი ადამიანი ისე უყურებდა ამ მოვლენას, როგორც არაფერს.
ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება ნამდვილად არაა სასიამოვნო“, – წერს ნიკოლოზ ბეჟუაშვილი.