კერძოდ საუბარია, უშიშროების კუთვნილი ავტომობილებით, ორგანიზაციის წევრების დევნასა და თვალთვალზე. “თავისუფალი ზონის” ცაგერის ოფისის ჟურნალისტ სალომე დავითულიანის თქმით, ერთ კვირაზე მეტია რაც, მის საქმიანობას ფარულად ადევნებენ თვალყურს. მისივე თქმით, აღნიშნული მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ცაგერში, მომხდარი მაღაზიის ქურდობის ფაქტი გაააშუქა.
“უშიშროების თანამშრომლები მამაჩემთან მივიდნენ, რომელიც ცაგერის გამგეობაში მძღოლად მუშაობს და უთხრეს, რომ თუ მე მსგავსი მასალების გაშუქებას თავს არ დავანებებდი, მას სამსახურიდან გაუშვებდნენ. გუშინ მანქანით ჩემი გატანაც სცადეს,” _ განაცხადა სალომე დავითულიანმა.
სამართალდამცველების მხრიდან აღნიშნულ ქმედებას ქუთაისის “თავისუფალი ზონის” ოფისის კოორდინატორი ელისო კეთილაძე ორგანიზაციის საქმიანობას – პოლიტიკური მოვლენების გაშუქებასა და ხელისუფლების მისამართით გამოქვეყნებულ კრიტიკული ხასიათის სტატიებს უკავშირებს.
“ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც ის ადამიანები ფიქსირდებიან, რომლებიც ზეწოლას ახდენენ და მათი ამოცნობა შეიძლება, თუმცა, ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მათი გამოქვეყნებისაგან და ჟურნალისტების იმედი გვაქვს,” _ განაცხადა ელისო კეთილაძემ.
მისივე თქმით, სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ, რადგან მათი დახმარების იმედი არ აქვთ.