“გუშინ შევედი პროკურატურის ვებგვერზე და წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 1995 წელს ე.ი 19 წლის ასაკში დაუმთავრებია. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება ჰქონდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის შესახებ, მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, წამოადგინოს საშუალო სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში შესვლის და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები. არ შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით”, _ აცხადებს ხატიაშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved