გვესაუბრება მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ქეთევან სიხარულიძე:
_ დეკემბრის დადგომასთან ერთად, საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. 20 დეკემბრიდან საახალწლო ღონისძიებები მოეწყობა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სახელოვნებო და საჯარო სკოლებში. მალე დაიწყება სადღესასწაულო განათების და საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი, რომელიც 25 დეკემბერს ჩაირთვება. მუნიციპალიტეტის ცენტრში, 31 დეკემბერს, 21 საათზე დაიწყება საახალწლო კონცერტი. ახალი წლის შემობრძანებას, დიდ საახალწლო ნაძვის ხესთან საზეიმო კონცერტზე მყოფი საზოგადოება, ზუსტად 24 საათზე მრავალჟამიერით და ულამაზესი ფეიერვერკით შეხვდება.
ბოლო წლებისგან განსხვავებით, 2014 წლის 7 იანვარს კინოთეატრ “გურიაში” მოწყობილ საშობაო ნაძვის ხესთან ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება თეატრალურ-მუსიკალური კომპოზიცია _ “გილოცავთ შობა-ახალ წელს”. შემდეგ კი თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება პატარებს.