პროგრამა იმ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ეხება: ბიომრავალფეროვნების დაცვას, კლიმატის ცვლილების შერბილებას, მიწის დეგრადაციის შემცირებას, საერთაშორისო წყლების დაცვას,მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირებას და გაუვნებელყოფას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემებზე დაფუძნებული ორგანიზაციების ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაზრდა, პოზიტიური სამუშაო ურთიერთკავშირების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებასა და სამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებსა და კერძო სექტორს შორის და მდგრადი განვითარების პრაქტიკისა და პოლიტიკის გაუმჯობესება.
შემდეგ საგრანტო რაუნდში გამარჯვებულები 2014 წელს გამოვლინდებიან.