“რამდენიმე დღის წინ შევხვდი ვანო მერაბიშვილს. ეს შეხვედრა, როგორც სხვა ყველა შეხვედრა პატიმრებთან არის კონფიდენციალური, მას არ მოუწოდებია რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომლის შესახებაც საზოგადოება არ არის ინფორმირებული და ამიტომაც, არ ვფიქრობ, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შემეძლება უმცირესობისთვის,” _ ამბობს სახალხო დამცველი.
ნანუაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ ინცინდენტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მოკვლევა არის დაწყებული, მაგრამ საქმე არ არის აღძრული, ჩვენ ვამბობდით პირველივე დღიდანვე, რომ დაიწყოს ამ ინცინდენტის გამოძიება,” _ აღნიშნა ომბუდსმენმა.