გიორგი გრძელიშვილი ჟურნალისტია და საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის გადაცემის წამყვანი იყო.
“გიორგი გრძელიშვილი 1990 წელს დაიბადა, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2012 წელს სამაგისტრო პროგრამაზე წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი “ფერი და განათება სატელევიზიო პროგრამებში.” მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. გიორგი გრძელიშვილი ამჟამად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, მედიის კვლევის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. 2009 წლიდან იგი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის პროგრამებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ამ სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ დოლიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა,” _ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.