“როგორც შეგპირდით, გავაჟღერებ ჩემს პირველ მოადგილეს. მერაბ ჭანუყვაძე – ეს არის ერთადერთი კადრი დღეისათვის, რომელიც გადაწყვეტილია, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა კანდიდატურებზე გადაწყვეტილება ვერ მივიღე,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, _ “ის არის 1982 წელს დაბადებული, საკმარისი გამოცდილებით. წარმატებული ახალგაზრდა და ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება წარმატებული მოადგილე თავისი საქმიანობით. ამ დღეებში მას პირადად წარვადგენ და თავის საქმიანობასთან დაკავშირებით თავად გესაუბრებათ.“
30 წლის მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდანაა. შემოქმედის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან განათლება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიაში მიიღო, 2000–2004 წწ. დაამთავრა პედაგოგიური ფაკულტეტი და სპორტული ჟურნალისტიკის სრული კურსი.
როგორც “გურია ნიუსთან“ მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, მისთვის მოადგილის დანიშვნის შესახებ პირადად ახლა გახდა ცნობილი.