“სამწუხაროდ, ოფიციალურ პირთაგან არავინ საუბრობს, თუ კანონით, როგორ არის განსაზღვრული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების თანახმად, “დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება” და “გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში”.
საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე პროკურატურას აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, დაიწყოს გამოძიება მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ზუსტად დაიცვას კანონის მუხლები, კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარე. (ამასთან მივესალმებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ქმედებებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით)”, _ აცხადებენ პარტიაში.