მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანისა და მასზე ზეწოლის, გიგი უგულავას საკითხზე სასამართლოზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით საგამოიებო კომისიების შექმნას შეეხებოდა. თუმცა, აღნიშნული საკითხები პლენარული სესიის დღის წესრიგში ვერ მოხვდა.
ბიურომ საპარლამენტო უმცირესობის არც ის მოთხოვნა გაითვალისწინა, სადაც ისინი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, უჩა ნანუაშვილის მისვლასა და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა.
“ეს არი ის საკითხები, რის გამოც უმცირესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება დაბრუნებოდა პლენარულ სხდომას. ყველა ამ წარმოდგენილ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კომენტარები დაფიქსრიდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გვერდზე გავდგეთ და არ გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა. პარლამენტმა უნდა მიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის საქმეებზე. პარლამენტმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს”, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ