დავით უსუფაშვილის განცხადებით, მასთან აღნიშნულის შესახებ წინადადება უკვე შესულია, სადაც უმცირესობა მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.
“მე მივიღე წინადადება დახმარების შესახებ. თუმცა, ვეჭვობ დახმარება, ან ხელის შეშლა შევძლო. თუ ეს საკითხი არ არის მიწოდებული მთავარი პროკურორისადმი, მე მზად ვარ გადავცე მას უმცირესობის სახელით”, _ აღნიშნა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. უმცირესობის დეპუტატის დავით ბაქრაძის განცხადებით, გამოსვლისას მისი მიკროფონი გაითიშა. როგორც მოგვიანებით გაირკვა მსგავსი პრობლემა სხვა დეპუტატებსაც შეექმნათ ბიუროს სხდომათა დარბაზში. აღნიშნულ ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა და ტექნიკურ პერსონალს პრობლემის მოგვარება მოსთხოვა.