ამის შესახებ უმცირესობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს იმ ორგანიცაზიების დასახელებისგან, რომლებმაც ეს ინფორმაცია ნაცმოძრაობას მიაწოდა. თარგამაძის განცხადებით, ეს მათ საქარველოს გულშემატკივრის პოზიციიდან გააკეთეს.
დეპუტატი იუსტიციის სამინისტროს ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამჯერად ხელისუფლებას სირაქლემას პოზაში ყოფნა არ გამოადგება.
თარგამაძე ფარცხალაძის ნასამართლეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან სასჯელის გარკვეული ნაწილი გერმანიაში მოიხადა, ხოლო შემდეგ საქართველოში იქნა ექსტრადირებული. მისივე განმარტებით, ფარცხალაძის მამა თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.
“ხელისუფლების მხრიდან სირაქლემას პოზაში ყოფნა, არ მჯერა და შინაგანი რწმენა მკარნახობს, საზოგადოების მიერ არ იქნება მიღებული. ფარცხალაძე ნაქურდალი ქონების შენარჩუნებისათვის წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს. მან სასჯელის გარკვეული ნაწილი გერმანიაში მოიხადა და შემდეგ ექსტრადირებული იყო საქართველოში. მამამისი პოლიციელი იყო დიდი ხნის განმავლობაში და თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარი. ეს არის გასარკვევი. კრიმინალური წარსულის რუსმა ოლიგარქმა საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოიყვანა თამაზაშვილის კრიმინალური დაჯგუფება”, _ განაცხადა თარგამაძემ.
გივი თარგამაძე აქვე უმრავლესობის წევრეის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ფარცხალაძე სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს იკავებდა მაღალ თანამდებობას ფინანსურ პოლიციაში. თარგამაძე ამბობს რომ, ეს მათი გუნდის სამარცხვინო ეპიზოდი იყო.