მისი თქმით, პროკურატურამ ხარშილაძე ბილეთის დაჯავშნასა და მიმალვაში ამხილა, რაც სიცრუეა და ამით მხოლოდ ხარშილაძეზე წეზოლის განხორციელებასა და ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნას ცდილობენ. თარგამაძე აღნიშნულ ფაქტს მთავარი პროკურორის თავზეხელაღებულ ქმედებად აფასებს და მას “ნაყაჩაღარს” უწოდებს. ასვეე, ამ საქმეზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს აკისრებს.
“როგორც ჩანს ყაჩაღობაში მსჯავრდებული მთავარი პროკურორი, საერთოდ ამოვარდა კალაპოტიდან და ამ წუთებში კიდევ, ერთ თავზეხელაღებულ აქციას ახორციელებს. ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე, რომელიც დააპატიმრეს გამწვანების საქმესთან დაკავშირებით, შემდეგ გაათავისუფლეს 400 000 ლარიანი გირაოთი და ჩამოართვეს პასპორტი, ახლა დაიბარეს კვლავ პროკურატურაში. რომლის საფუძველი გახდა ვითომდა ხარშილაძის მიერ, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ბილეთის დაჯავშნა. ასე ცდილობენ დასაბუთებას, რომ ის აპირებდა მიმალვას. ბუნბერივია, რომ ჩვენ ამას ვაფასებთ, როგროც პირდაპირ, ღია და თავხედურ თავზეხელაღებულ აქციად, განსაკუთრებით მას მერე, რაც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ის სჭირდებათ პატიმრობაში, რათა გახსნან ჟვანიას საქმე. ფაქტია, აქვთ მცდელობა, რომ ნებისმიერი ხერხით ეს ადამიანი მოახვედრონ ციხეში. რათა მასზე განახორციელონ ზეწოლა და რაიმე ფორმით მტკიცებულება მიიღონ ჟვანის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ნაყაჩაღარი პროკურორის კიდევ ერთი თავზეხელაღებული აქცია. ამაზე პასუხუსმგებელი პრემირ მინისტრია”, _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ.