“ყველას გართხილება ხდება წერილობით. რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია და კანონით გათვალისწინებული პროცესით მიმდინარეობს,“ _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ისააკ ლომთათიძემ.
გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძის განცხადებით, ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდება.
“ჯერ არა ვართ ჩამოყალიბებული. კანონმდებლობით რაც არის გათვალისწინებული, კონკურსი არის აუცილებელი პირობა. უბრალოდ, კონკურს აქვს თავისი ვადა. სავარაუდოდ, შტატები მცირდება, აქედან გამომდინარე, სავალდებულო იყო რეორგანიზაციის გამოცხადება,“ _ გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.
“გურია ნიუსთან” გიორგი ჩხაიძემ ასევე კომენტარი ვიცე-გუბერნატორობის კანდიდატ ინგა დუმბაძესთან დაკავშირებით გააკეთა:
“ჯერ არ მომხდარა მისი კანდიდატურის განხილვა, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ, ეს არ ვიცი,“ _ განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.